კორონავირუსის მეორე ტალღასთან საბრძოლველად, პარიზსა და საფრანგეთის კიდევ 8 ქალაქში კომენდანტის საათი დაწესდა კორონავირუსის მეორე ტალღასთან საბრძოლველად, პარიზსა და საფრანგეთის კიდევ 8 ქალაქში კომენდანტის საათი დაწესდა />


  07:41:24     15-10-2020

კორონავირუსის მეორე ტალღასთან საბრძოლველად, პარიზსა და საფრანგეთის კიდევ 8 ქალაქში კომენდანტის საათი დაწესდა

a102458.jpg

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პარიზში და საფრანგეთის კიდევ 8 ქალაქში კომენდანტის საათი დააწესა.

მაკრონის განცხადებით, კომენდანტის საათის დაწესება კორონავირუსის მეორე ტალღასთან ბრძოლით არის განპირობებული.

კომენდანტის საათის მოქმედება 21:00 საათიდან დაიწყება და 06:00 საათამდე გასტანს.

"კომენდანტის საათი ამოქმედდება შაბათიდან და გაგრძელდება მინიმუმ ოთხი კვირის განმავლობაში", - თქვა მაკრონმა სატელევიზიო ინტერვიუში.

მისი თქმით, ასევე გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა.

0

ავტორი: