12:48:08     14-10-2020
"კორონავირუსს იმაზე მეტი ადამიანი შეეწირება მსოფლიოში, ვიდრე ოთხ დიდ ინფექციას - ტუბერკულიოზს, შიდსს, მალარიას და ჰეპატიტს"
კორონავირუსი სერიოზული დაავადებაა, მილიონი ადამიანი შეიწირა უკვე ამ ინფექციამ და პროგნოზია, რომ მომავალ გაზაფხულამდე, სამწუხაროდ, კიდევ ერთი მილიონი შეეწირება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, კორონავირუსს იმაზე მეტი ადამიანი შეეწირება მსოფლიოში, ვიდრე ოთხ დიდ ინფექციას-ტუბერკულიოზს, შიდსს, მალარიას და ჰეპატიტს.
"ის მოარული აზრი, რომ არ არსებობს მსოფლიოში კორონავირუსი, რომ მოგონილია, სურდოსავითაა და მალე გაივლის, არ არის სწორი. კორონავირუსი სერიოზული დაავადებაა, მილიონი ადამიანი შეიწირა უკვე ამ ინფექცია, მილიონი ადამიანი შეიწირა უკვე და პროგნოზია, რომ მომავალ გაზაფხულამდე, სამწუხაროდ, კიდევ ერთი მილიონი შეეწირება. ის იქნება უფრო მკვლელი, ვიდრე ტუბერკულოზი, შიდსი, მალარია, ჰეპატიტი. კორონა მათ გადაასწრებს. ამიტომ, ერთადერთი დაცვის საშუალება, ვიდრე დამტკიცდება ვაქცინა, წამალი, რჩება მხოლოდ პირბადე", - განაცხადა გამყრელიძემ.
0