11:20:12     14-10-2020
საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 680 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 680 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ინფიცირების დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 13521-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია განთავსდა მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე.
კორონავირუსის 680 ახალი შემთხვევიდან 297 თბილისში, 189 აჭარაში, 150 კი იმერეთში გამოვლინდა. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ განაცხადა.
stopcov.ge-ის მონაცემებით, დღეისათვის ქვეყანაში COVID-19-ის 13521 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 7159 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა - 109.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5590 ადამიანი, კოვიდ სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა შეადგენს - 1393, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ -836.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კი შეადგენს - 41.
0