11:31:43     09-10-2020
"ამჟამად ყველაზე უფრო საშიში თბილისია და რაღაცნაირად უნდა მოვახერხოთ რეგულაციების სრულყოფილად დაცვა"
ამჟამად ყველაზე საშიში არის თბილისი და უნდა მოვახერხოთ რეგულაციების სრულყოფილად დაცვა, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი, მარინა ენდელაძე აცხადებს.
"ეს გამოიწვია რეგულაციების დაუცველობამ და გაუფრთხილებლობამ. ჩვენ ყოველდღე ვამბობთ, რომ რეგულაციების დაცვა აუცილებელია, ძალიან უნდა გავუფრთხილდეთ თბილისს, მოსახლეობის სიმჭიდროვის, რაოდენობის გათვალისწინებით, ამჟამად ყველაზე უფრო საშიში არის თბილისი და რაღაცნაირად უნდა მოვახერხოთ რეგულაციების სრულყოფილად დაცვა“, - განაცხადა მარინა ენდელაძემ.
დღეს კოვიდინფიცირების შემთხვევებიდან 179 თბილისში დაფიქსირდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 10 752 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 5 866 ადამიანი, 72 პაციენტი კი გარდაიცვალა.
0