კორონავირუსის 179 ახალი შემთხვევა თბილისში - დედაქალაქში ინფიცირების მაჩვენებელმა მოიმატა კორონავირუსის 179 ახალი შემთხვევა თბილისში - დედაქალაქში ინფიცირების მაჩვენებელმა მოიმატა />


  11:26:14     09-10-2020

კორონავირუსის 179 ახალი შემთხვევა თბილისში - დედაქალაქში ინფიცირების მაჩვენებელმა მოიმატა

a102383.jpg

საქართველოში კორონავირუსის 527 ახალი შემთხვევიდან უმრავლესობა აჭარაში გამოვლინდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების დირექტორმა, მარინა ენდელაძემ განუცხადა.

"გამოვლინდა 527 ახალი შემთხვევა, რომელიც რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება: საბედნიეროდ, შემცირდა აჭარაში რაოდენობა, სადაც დღეს არის 190 შემთხვევა, თბილისში - 179 , იმერეთში - 91, ქვემო ქართლში - 28, შიდა ქართლში - 10, მცხეთა - მთიანეთში - 3, გურიაში - 3, კახეთში - 11, სამცხე- ჯავახეთში - 1“, - განაცხადა ენდელაძემ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 10 752 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 5 866 ადამიანი, 72 პაციენტი კი გარდაიცვალა.

0

ავტორი: