10:26:08     09-10-2020
ნენსი პელოსმა დონალდ ტრამპის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება მოითხოვა - "კოვიდინფიცირების შემდეგ ის არაადეკვატურია"
"გარდიანის" ინფორმაციით, აშშ-ს კონგრესის წევრებმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ფსიქიკური ჯანმრთელობის შემოწმება მოითხოვეს.
გავრცელებული ინფორმაციით, წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი და კონგრესმენი ჯერემი რასკინი სპეციალური კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდიან, რომელმაც თეთრი სახლის ლიდერის ჯანმრთელობის მდგომარეობა უნდა შეაფასოს.
პელოსის თქმით, კოვიდინფიცირების შემდეგ ტრამპი რეალობას არის მოწყვეტილი და არაადეკვატურ განცხადებებს აკეთებს. ამიტომ, საფუძვლიანად არის შესასწავლი, შეუძლია თუ არა მას პრეზიდენტის ფუნქციების შესრულება.
ინიციატივას უკვე გამოეხმაურა თეთრი სახლის ლიდერი. "ეს გიჟი ნენსი უნდა იყოს დაკვირვების ქვეშ. მას გიჟს ტყუილად არ ეძახიან", -წერს ტრამპი Twitter-ის გვერდზე.
0