11:46:37     08-10-2020
საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 472 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 472 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ინფიცირების დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 10225-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია განთავსდა მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე.
stopcov.ge-ის მონაცემებით, დღეისათვის ქვეყანაში COVID-19-ის 10225 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 5235 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა - 66.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5574 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ -836. კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 1338.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კი შეადგენს - 41.
0