ხატია ბუნიათიშვილი Cartier-ის სახე გახდა ხატია ბუნიათიშვილი Cartier-ის სახე გახდა />


  16:11:51     07-10-2020

ხატია ბუნიათიშვილი Cartier-ის სახე გახდა

a102347.jpg

საათების და სამკაულების წამყვანმა ბრენდმა სიახლე გუშინ გაავრცელა. Cartier - ის ოფიციალურ ინსტაგრამზე ვკითხულობთ, რომ ბრენდი ამაყია ქართველი პიანისტის, ხატია ბუნიათიშვილის საერთაშორისო ელჩად წარდგენით. Cartier საფრანგეთში მოღვაწე ქართველი პიანისტს ახასიათებს, როგორც თანამედროვე კლასიკური მუსიკის არტისტებში ერთ-ერთ ყველაზე გამოჩენილ სახეს.

ხატია ბუნიათიშვილი 1987 წლის 21 ივნისს თბილისში დაიბადა. მუსიკასთან განსაკუთრებული დამოკიდებულება 6 წლის ასაკიდან იგრძნო. 1999 წლიდან კი, ხატია კონცერტებს მართავს საერთაშორისო აუდიტორიისთვის. მას მონაწილეობა მიუღია არაერთ პრესტიჟულ მუსიკალურ ფესტივალში, ყოფილა ბევრი დაჯილდოების ნომინანტი და გამარჯვებულიც.

0

ავტორი: