თბილისის 21-ე საჯარო სკოლის პირველკლასელს კორონავირუსი დაუდასტურდა - "ბავშვის ინფიცირება წვეულებას უკავშირდება" თბილისის 21-ე საჯარო სკოლის პირველკლასელს კორონავირუსი დაუდასტურდა - "ბავშვის ინფიცირება წვეულებას უკავშირდება" /> "/> " />


  12:28:12     06-10-2020

თბილისის 21-ე საჯარო სკოლის პირველკლასელს კორონავირუსი დაუდასტურდა - "ბავშვის ინფიცირება წვეულებას უკავშირდება"

a102327.jpg

თბილისის 21-ე საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ "საზოგადოებრივი მაუწყებელი" სკოლის დირექტორზე დაყრდნობით იუწყება.

სკოლის დირექტორის თამარ ამზაშვილის თქმით, პირველკლასელი სკოლაში ბოლოს პარასკევს იყო.

მისივე განცხადებით, სასწავლო დაწესებულებაში ლოკალურად ტარდება დეზინფექცია, საკლასო ოთახებში სასწავლო პროცესი კი არ შეწყდება და მასწავლებლები სკოლაში მივლენ, თუმცა ადმინისტრაციამ მშობლებს განუმარტა შექმნილი ვითარება და შესთავაზა, თავად მიიღონ გადაწყვეტილება, გაუშვებენ თუ არა ბავშვებს სკოლაში.

ეპიდემიოლოგების ვარაუდით, მოსწავლის ინფიცირება შაბათს გამართულ წვეულებას უკავშირდება, რომელზეც ბავშვი იმყოფებოდა.

0

ავტორი: