"თურქეთი აზერბაიჯანს სრულ მხარდაჭერას გაუწევს ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლებაში" "თურქეთი აზერბაიჯანს სრულ მხარდაჭერას გაუწევს ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლებაში" /> "/> " />


  10:27:51     06-10-2020

"თურქეთი აზერბაიჯანს სრულ მხარდაჭერას გაუწევს ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლებაში"

a102318.jpg

თითოეული პატივცემული სახელმწიფოს ვალია, მხარი დაუჭიროს აზერბაიჯანის ბრძოლას ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლებაში, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

თურქეთის ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ სომხეთი არა მხოლოდ ახდენს აზერბაიჯანის მიწების ოკუპაციას, არამედ აზერბაიჯანსის სხვადასხვა რეგიონში მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ დანაშაულს სჩადის.

"კაცობრიობისთვის მშვიდობა არ დაისადგურებს მანამ, სანამ მსოფლიოს არ გადაარჩენენ ბანდიტური სახელმწიფოებისგან, რომლებიც ძირს უთხრიან გლობალურ სტაბილურობას“, - აღნიშნა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

თურქეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ თურქეთი აზერბაიჯანს სრულ მხარდაჭერას გაუწევს ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლებაში.

0

ავტორი: