11:08:39     05-10-2020
საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 578 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 578 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ინფიცირების დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 8696-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია განთავსდა მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე.
stopcov.ge-ის მონაცემებით, დღეისათვის ქვეყანაში COVID-19-ის შემთხვევ8696აა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 4619 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა - 52.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5392 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ -836. კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 1100.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კი შეადგენს - 41.
0