11:19:24     01-10-2020
კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, მადრიდში კვლავ კარანტინი გამოცხადდა

"ბი-ბი-სის" ცნობით, ესპანეთის მთავრობამ კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო მადრიდსა და მის შემოგარენში კარანტინი გამოაცხადა.
ახალი შეზღუდვების მიხედვით, მოქალაქეებს საცხოვრებელი უბნების ტერიტორიის დატოვება განსაკუთრებული საჭიროების გარეშე აეკრძალებათ. ასევე დაუშვებელი იქნება 6 ადამიანზე მეტის შეკრება. მადრიდში შესვლა ქვეყნის სხვა რეგიონებიდანაც აკრძალული იქნება.
ბოლო 2 კვირის განმავლობაში ესპანეთში კორონავირუსის ახალი შემთხვევების მკვეთრი მატება აღინიშნება.
0