13:21:14     29-09-2020
საქართველოში კორონავირუსით 34-ე პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი, 34-ე პაციენტი გარდაიცვალა. მონაცემები ცოტა ხნის წინ საიტზე - Stopcov.ge განახლდა.
ბოლო 24 საათში ეს უკვე კორონავირუსით გარდაცვალების მეორე შემთხვევაა.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 314 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 270 ადამიანი, გარდაიცვალა 2 პაციენტი. ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი - 225 აჭარიდანაა. ინფიცირების ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევათა საერთო რაოდენობა 5 866-ს შეადგენს.
0