საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 314 ახალი შემთხვევა გამოვლინდა საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 314 ახალი შემთხვევა გამოვლინდა />


  11:43:36     29-09-2020

საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 314 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

a102212.jpg

საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 314 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ინფიცირების დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 5866-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია განთავსდა მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე.

stopcov.ge-ის მონაცემებით, დღეისათვის ქვეყანაში COVID-19-ის 5866 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 2324 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა - 33.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5637 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ -836. კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 800.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კი შეადგენს - 41.

0

ავტორი: