16:37:38     28-09-2020
ერდოღანი: აზერბაიჯანს მოთმინების ფიალა აევსო და ბაქო საკუთარი ძალებით სომხეთის ოკუპაციას წერტილს დაუსვამს

კრიზისი რეგიონში, რომელიც სომხეთის მიერ მთიანი ყარაბაღის ოკუპაციით დაიწყო, უნდა დასრულდეს, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.
"აზერბაიჯანს მოთმინების ფიალა აევსო და ბაქო საკუთარი ძალებით სომხეთის ოკუპაციას წერტილს დაუსვამს. აზერბაიჯანი 30 წელი ელოდებოდა ამ პრობლემის გადაჭრას და ახლა დამოუკიდებლად აკეთებს ამას“, - აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.
რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ასევე განაცხადა, რომ თურქეთი განაგრძობს ძმური აზერბაიჯანის მტკიცე მხარდაჭერას.
სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება 27 სექტემბერს დაიძაბა. ორივე მხარე იუწყება, რომ დაღუპულია მშვიდობიანი მოსახლეობა.
0