11:02:27     13-08-2011
ტუნისის სასამართლომ გვარდიის ექსმეთაური გაამართლა
ტუნისის სასამართლომ ყოფილი პრეზიდენტის, ბენ–ალის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ალი სერიატი გაამართლა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ფრანს–პრესი“ ავრცელებს. ალი სერიატის ბრალად ედებოდა ფალსიფიცირებული პასპორტების დამზადება, რომლის მეშვეობითაც ყოფილმა პრეზიდენტმა, ოჯახთან ერთად, ტუნისის გადატრიალების დროს ქვეყანა დატოვა.
„ბიბისი ნიუსის“ ცნობით, ალი სერიატი მაინც დაცვის ქვეშ რჩება, რადგან ის რიგი საქმეების ერთ–ერთი ფიგურანტია, რომელნიც დაკავშირებულია 2010–11 წლების ანტისახელისუფლებო გამოსვლებთან. მცირე ხნით ადრე კი, ტუნისის სასამართლომ თავად ექს–პრეზიდენტს და მის უახლოეს ნათესავებს კორუფციასა და მაქინაციებში დასდო ბრალი. ბენ ალის 16 წლით თავისუფლების აღვეთა და ფულადი ჯარიმა მიესაჯა. ამ დროისთვის, ქვეყნის ყოფილი ხელმძღვანელი, მეუღლესთან ერთად, საუდის არაბეთში იმყოფება, სადაც 2011 წლის იანვარში გაიქცა.
0