სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე საომარი მოქმედებები მიმდინარეობს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე საომარი მოქმედებები მიმდინარეობს />


  11:18:15     28-09-2020

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე საომარი მოქმედებები მიმდინარეობს

a102194.jpg

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შეტაკებები გრძელდება.

სომხური მედიის ინფორმაციით, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა წარმატებას მიაღწიეს. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში კი აცხადებენ, რომ 28 სექტემბრის დილიდან ქალაქ ტერტერზე სომხეთის მხრიდან შეტევა ხორციელდება. სამინისტროს ინფორმაციით, მათ სომხურ მხარეს უკანასკნელი გაფრთხილება მისცეს, რომ "აზერბაიჯანი შესაბამის საპასუხო ზომებს მიიღებს".

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, სომხეთის შეიარაღებული ძალები მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმას განაგრძობს და არიან დაღუპულები მშვიდობიან მოსახლეობაშიც. სხვადასხვა მედიასაშუალებებით, დაღუპულების განსხვავებული ციფრები ვრცელდება.

აუღიარებელ მთიან ყარაბაღში კი აცხადებენ, რომ ღამის განმავლობაში დაკარგული პოზიციების ნაწილი აღადგინეს.

0

ავტორი: