10:40:05     28-09-2020
საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 298 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 298 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც იმას ნიშნავს, რომ დაავადებულთა რაოდენობა 5552-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია განთავსდა მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე.
stopcov.ge-ის მონაცემებით, დღეისათვის ქვეყანაში COVID-19-ის 5552 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 1906 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა - 28.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5650 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ -836. კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 800.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კი შეადგენს - 41.
0