11:01:34     13-08-2011
აშშ მზვერავ თვითმფრინავებს უპილოტოებით ანაცვლებს
ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო–საჰაერო ძალების მეთაურობამ მიიღო გადაწყვეტილება, მზვერავი თვითმფრინავები EP-3 ARIES/ARIES II უპილოტო საფრენი აპარატებით ჩაანაცვლოს. ამის შესახებ ინფორმაციას „Flightglobal“ ავრცელებს. სამხედროთა გეგმის მიხედვით, თვითმფრინავები შეიარაღებიდან 2020 წლამდე იქნება ამოღებული.
ამ დროისათვის, ამერიკული სამხედრო–საჰაერო ძალები 1,1 მილიარდ დოლარს დებს უპილოტო MQ-8B Fire Scout – ის შექმნაში და სხვადასხვა მსგავს პროექტებში. გარკვეული პერიოდის წინ, ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო–საჰაერო ძალებს რადიოსალოკაციო დაზვერვის ახალი თვითმფრინავის, EP-X –ს გამოშვებას გეგმავდა, თუმცა პროექტი 2010 წელს დაიხურა.
0