10:46:54     23-09-2020
ესტონეთში ჩასული საქართველოს მოქალაქეები 14-დღიან თვითიზოლაციას დაექვემდებარებიან
დღეიდან, 22 სექტემბრიდან, საქართველოს რეზიდენტები, ესტონეთში ჩასვლის შემთხვევაში, ექვემდებარებიან 14-დღიან თვითიზოლაციას.
ალტერნატივის სახით, საქართველოს რეზიდენტებს აქვთ შესაძლებლობა, ქვეყანაში ჩასვლისთანავე (ტალინის აეროპორტში, ასევე, ტალინის პორტში) ჩაიტარონ ტესტი კორონავირუსზე.
იმ შემთხვევაში, თუ ტესტის პასუხი აღმოჩნდება უარყოფითი, მათ მიეცემათ ქვეყანაში ძალზედ შეზღუდულად გადაადგილების შესაძლებლობა, ძირითადად მუშაობის ან სასწავლო მიზნებით.
განმეორებითი ტესტი უნდა ჩატარდეს პირველი ტესტის პასუხიდან სულ მცირე 7 დღის შემდეგ. თუკი პასუხი კვლავ უარყოფითი იქნება, შესაბამისი პირები შეძლებენ სრულად დაუბრუნდნენ ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს.
0