15:45:46     19-09-2020
რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტს, მერაბ ბესელიას აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტს, მერაბ ბესელიას აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
დაცვის მხარე 20 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ აღნიშნული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. რაც შეეხება პროკურატურას, საგამოძიებო უწყება აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა.
როგორც თავად მორაგბე ჰყვება, ინციდენტის დროს ბესელია ნასვამი იყო.
ხარაზიშვილი 16 სექტემბერს რაგბის კავშირის შენობაში დაჭრეს. ხარაზიშვილის დაჭრის ბრალდებით, რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი მერაბ ბესელია დააკავეს. ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რამ გამოიწვია ინციდენტი.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
0