10:44:20     13-08-2011
ღომის სუპი სირიულად
მასალა:
500 გრამი ღომი
1 ½ ლიტრი წყალი
2 თავი ხახვი
2 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი
1 ჩაის კოვზი მარილი
60 გრამი წვრილად დაჭრილი ისპანახი
1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი
ღომი კარგად გავრეცხოთ. ქვაბში გავაცხელოთ მცენარეული ზეთი და მოვხრაკოთ მასში წვრილად დაჭრილი ხახვი. დავამატოთ ღომი და მარილი, ავურიოთ, დავასხათ წყალი და ვხარაშოთ 1 ½ საათის განმავლობაში. შემდეგ დავამატოთ წვრილად დაჭრილი ისპანახი და ვადუღოთ კიდევ 15 წუთის განმავლობაში. დავამატოთ ლიმონის წვენი.
0