16:19:53     15-09-2020
გუკა რჩეულიშვილი ყოფილ ცოლზე და დედაზე: საგიჟეთი არ მიტოვებდა, ამიტომ მაიამ და ლელამ იქირავეს ადვოკატი და დააჭერინეს ჩემი თავი
კინოპროდუსერი გუკა რჩეულიშვილი სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს და პატიმრობას ყოფილ ცოლს და დედას აბრალებს.
"ერთი, ორი სიტყვა ჩემ დაჭერაზე ხომ უნდა ვთქვა?! “იტოგში“ მე მართლა ისეთ სიმაღლეზე დავფრინავდი, რომ პატარა შეცდომა სიკვდილი იყო! ამიტომ, მაიამ და ლელამ რომ ნახეს ფსიქიკურად ნორმალური ვიყავი, რაც კვლევით დამტკიცდა და საგიჟეთი არ მიტოვებდა, იქირავეს ადვოკატი და დააჭერინეს ჩემი თავი. ხომ კარგი ვარიანტია, მაგრამ მანდ არ მთავრდება.
4 თვეში რომ გამოვედი, იმ ქალბატონი ადვოკატის, რომელიც ჩემი წინააღმდეგი იყო, მისი გასამრჯელოს ნახევარი რაც დარჩენილი იყო, მე გადამახდევინეს. დედას ვფიცავარ რა კლასია. რეალურად თუ მაგრად არ ვუფასებდე ორივეს. რა ძნელია განსაკუთრებით ლელას მხრიდან, იმიტომ, რომ განცხადების გაკეთება მას მოუწია!
ასე მოხდა ეს ისტორია, არც ინშალაჰ და მაშალაჰ ამას არ უნდა, მაგრამ ადვოკატის თემა “უთელესია…" - წერს რჩეულიშვილი.
გუკა რჩეულიშვილი სამართალდამცავებმა რამდენიმე თვის წინ ცოლის ცემის ბრალდებით დააკავეს. მას ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯა, თუმცა 10 000 ლარიანი, გირაოს გადახდის სანაცვლოდ, საპატიმრო 4 თვეში დატოვა.
0