11:52:49     15-09-2020
"კორონავირუსის 170 ახალი შემთხვევიდან 124 აჭარაში დადასტურდა"
კორონავირუსის 170 დადასტურებული შემთხვევიდან 88 დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტია, 50-ს აქვს მოგზაურობის ისტორია,- ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
მისი თქმით, 4 საკარანტინე სივრცეში დადასტურებული შემთხვევა ხოლო დანარჩენი ცხელების ცენტრებში დადასტურებული შემთხვევაა, რომელთა კონტაქტების მოძიება გრძელდება.
"რეგიონების მიხდვით 170 ახალი შემთხვევა ასე ნაწილდება:"
124 აჭარა.
20 თბილისი.
13 ქუთაისი.
6 ზუგდიდი.
3 გურია.
3 მცხეთა.
1 ცაგერი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის 170 შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაცია უკვე განახლდა stopcov.ge-ზე.
0