19:33:00     11-09-2020
"რუსთავი 2"-ის ჟურნალისტი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, თეონა ცხომელიძეა
"რუსთავი 2"-ის ჟურნალისტსა და "კურიერის" წამყვანს, თეონა ცხომელიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ტელეკომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, ირაკლი იმნაიშვილის განცხადებით, "რუსთავი 2" მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის.
თეონა ცხომელიძე კორონავირუსით ინფიცირების სავარაუდო მიზეზად თაკო ჩარკვიანთან კონტაქტს ასახელებს.
"დღეს დამიდასტურდა კორონავირუსი, მაქვს ტემპერატურა. სხვა სიმპტომი არ მაქვს. ტემპერატურა დამეწყო გუშინ და გუშინვე გავიკეთე ტესტი ვიმყოფები პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში. ჩემი ინფიცირება მოხდა სავარაუდოდ თაკო ჩარკვიანისგან, რომელიც იყო ჩემი სტუმარი, თუმცა ამას დაადგენენ ეპიდემიოლოგები. სამწუხაროდ, ბევრი კონტაქტი მქონდა სამსახურში და ოჯახის წევრებთან. ყველაზე მეტად მათზე ვნერვიულობ, რომლებიც შეიძლება ჩემგან დაინფიცირდნენ“,- ამბობს თეონა ცხომელიძე.
0