11:46:35     11-09-2020
"ფილტვზე ანთების კერა გაჩნდა... ძალიან ვნერვიულობ იმ ადამიანებზე, ვისაც 6 სექტემბრიდან ჩემთან ჰქონდა კონტაქტი"
ფილტვზე პატარა ანთების კერა გაჩნდა, ინტენსიური დაკვირვების ქვეშ ვარ, - ამის შესახებ კორონავირუსით ინფიცირებულმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა განაცხადა.
"ფილტვზე პატარა ანთების კერა გაჩნდა, ინტენსიური ყურადღების და დაკვირვების ქვეშ ვარ. ჯერჯერობით ისევ ისე ვარ, როგორც გუშინ ვიყავი, უბალოდ ანთების კერა დამემატა ფილტვზე. ძალიან ვნერვიულობ იმ ადამიანებზე, ვინც შესაძლოა, ჩემგან დაინფიცირდეს. ძალიან ვნერვიულობ იმ ადამიანებზე, ვისაც ჩემთან 6 სექტემბრიდან ჰქონდა კონტაქტი. ჩემი კონტაქტების დარდი მაქვს“, - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.
ლევან გოგიჩაიშვილსა და მის მეუღლეს კორონავირუსი 2 დღის წინ დაუდასტურდათ. დეპუტატი და მისი მეუღლე, ჟურნალისტი ვიკა ბუკია ბოჭორიშვილის კლინიკაში მკურნალობენ.
0