11:31:14     11-09-2020
თაკო ჩარკვიანს კორონავირუსი დაუდასტურდა
პარტია "კანონი და სამართლის" ლიდერს, თაკო ჩარკვიანს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.
"ძვირფასო მეგობრებო დამიდასტურდა კოვიდი!!! თავს უკეთ ვგრძნობ! თუ ღმერთმა ინება გავუძლებთ! მიყვარხართ! ახლა მე არა, ჩემს ირმას უგულშემატკივრეთ ავსტრიაშია, გაიგებს და ინერვიულებს! თავისუფლება ლომთა ხვედრია", - წერს თაკო ჩარკვიანი.
შეგახსენებთ, დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 87 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
0