11:23:16     11-09-2020
საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 87 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 87 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც იმას ნიშნავს, რომ დაავადებულთა რაოდენობა 1917-მდე გაიზარდა.
შესაბამისად, დღეისათვის ქვეყანაში COVID-19-ის 1917 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 1354 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა - 19.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ -390.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კი შეადგენს - 41.
0