13:24:37     10-09-2020
ვინ აფინანსებს კახი კახიშვილს, ქართული ოცნების მტერი თუ მოყვარე და ვინ ჩამოიყვანა კერძო თვითმფრინავმა თბილისში, თელ-ავივიდან?

მიმდინარე წლის 8 სექტემბერს, სამთავრობო პროპაგანდისტულმა ტელევიზიამ ვრცელი სიუჟეტი მიუძღვნა ვინმე მიხეილ ბინიაშვილს.
სამთავრობო ტელევიზია ამტკიცებდა რომ ის თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის ბიზნეს-პარტნიორია.
თუმცა, ფაქტები მიუთითებენ რომ მიხეილ ბინიაშვილი ქართული ოცნების ისნის მაჟორიტარი დეპუტატის, კახი კახიშვილის არაოფიციალური დამფინანსებელია.
მეტიც, ჩვენი ინფორმაციით, ეს სწორედ ის ბინიაშვილია, რომლოს ოჯახი თელ-ავივიდან 18 აგვისტოს ჩამოფრინდა თბილისში, კერძო თვითმფრინავით.
ამ რეისის შესახებ, ჩვენ ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ ვწერდით.
კერძოდ: ბინიაშვილის ოჯახმა და ახლობლებმა, საქართველოს საზღვარი თითქმის არაოფიციალურად გადაკვეთეს, პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციების გვერდის ავლით, ისე რომ არც დაუყოვნებიათ.
ბინიაშვილის ახლობლებს, კახი კახიშვილის წყალობით, აუცილებელი სამედიცინო შემოწმებაც კი არ გაუვლიათ.
ეს მაშინ, როდესაც სხვებს საათობით უწევთ რიგში დგომა...
ჩვენ მოვიპოვეთ ფოტო-მტკიცებულებები, საიდანაც დასტურდება რომ მიხეილ ბინიაშვილსა და კახი კახიშვილს საკმაოდ ახლო ურთიერთობები აქვთ.
კერძოდ, ერთ ფოტოზე, მიხეილ ბინიაშვილი კახი კახიშვილთან ერთად ჩანს.
[I=2] ხოლო მეორე ფოტოზე ჩანს ბინიაშვილის მეუღლე, ლია ბენიამინი, რომლის უკანაც სწორედ კახი კახიშვილი დგას.
მიხეილ ბინიაშვილი დღესაც საქართველოში იმყოფება და კახი კახიშვილის საარჩევნო კამპანიაშია ჩართული.
წყარო დანამდვილებით გვიყვება რომ ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს ის საარჩევნო კამპანიას უფინანსებს.
პრესა.ჯი ცდილობდა დაკავშირებოდა ბინიაშვილს, რომელიც კახი კახიშვილის გარემოცვის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ყაზბეგის გამზირზე ცხოვრობს დროებით.
თუმცა, ეს შეუძლებელი აღმოჩნდა. ის მედიას ემალება. ხოლო კახიშვილი ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.
როგორც ჩანს, ის და მისი არაოფიციალური დამფინანსებელი, ქართული ოცნებისთვის ძირგამომთხრელი საქმიანობით არიან დაკავებული და არ სცალიათ.
0