17:58:02     09-09-2020
ე.წ ხოფის ბაზრობაზე მყოფ ქალს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ჩოხატაურში 14 ადამიანთან ჰქონდა შეხება
ხოფის ბაზრობაზე მყოფ ქალბატონს, რომელიც ჩოხატაურში ჩავიდა, კორონავირუსი დაუდასტურდა.
ჩოხატაურში კორონავირუსზე 14 ადამიანის ტესტის პასუხს გვიან ღამით ელოდებიან. ჩოხატაურში სოფელ ზემო ხეთში, 14 ადამიანს კორონავირუსზე ტესტი გაუკეთეს, მათ პასუხებს დღეს მოგვიანებით ელოდებიან.
14 ადამიანს შეხება ჰქონდა ჩოხატაურის სოფელ ზემო ხეთში, ხოფას ბაზრობაზე მყოფ ქალბატონთან, რომელმაც ტესტი ბათუმში გაიკეთა, თუმცა პასუხის მიღებამდე ჩოხატაურში ჩავიდა.
ქალბატონი გუშინვე გადაიყვანეს ბათუმში სპეციალურ დაწესებულებაში.
როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გურიის ოფისის ხელმძღვანელმა არჩილ მჟავიამ განაცხადა, დროულად მოხდა კონტაქტების მოძიება და 14 ადამიანს ტესტი გაუკეთდა. მათ პასუხებს, დღეს მოგვიანებით ელოდებიან.
"ქალბატონი ჩამოვიდა ხოფის ბაზრობიდან, მან წამოსვლისას გაიკეთა ტესტი, თუმცა პასუხს არ დაელოდა და ჩოხატაურში, სოფელ ზემო ხეთში ჩავიდა. მას მალევე დაუკავშირდნენ და უთხრეს რომ კორონავირუსი დაუდასტურდა. სწრაფად მოძიებულ იქნა კონტაქტები და 14 ადამიანს ტესტი ჩაუტარდა. მათ პასუხს ამ საღამოს, მოგვიანებით ველოდებით," - განაცხადა ჩვენთან საუბრისას მჟავიამ.
შეგახსენებთ, სულ ოზურგეთში კორონავირუსით დაინფიცირების 8 შემთხვევაა დადასტურებული, ხოლო 3 ჩოხატაურში.
0