სანაპირო დაცვის დეპარტამენტის 2 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა სანაპირო დაცვის დეპარტამენტის 2 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა />


  14:20:24     09-09-2020

სანაპირო დაცვის დეპარტამენტის 2 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

a101885.jpg

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ბათუმის სამმართველოს 2 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ერთ-ერთი მათგანი სამმართველოს მთავარი სპეციალისტია, მეორე კი ამავე სამმართველოს დამხმარე პერსონალი. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით თანამშრომლების ტესტების პასუხები 7 და 8 სექტემბერს გახდა ცნობილი. 

სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ყველა თანამშრომელი, ვისთანაც ინფიცირებულებს უშუალო კონტაქტი ჰქონდათ, გადაყვანილია დაკვირვების ქვეშ და აღებული აქვთ ტესტები. შენობას ჩაუტარდა სრული დეზინფექცია.

ორივე ინფიცირებული ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ცხელების ცენტრში მკურნალობს. ეპიდემიოლოგები აწარმოებენ წყაროს იდენტიფიცირებას და კონტაქტების კვლევას.

0

ავტორი: