ბათუმის სამშობიარო სახლმა, კორონავირუსის 5 დადასტურებული შემთხვევის გამო, მუშაობა შეაჩერა ბათუმის სამშობიარო სახლმა, კორონავირუსის 5 დადასტურებული შემთხვევის გამო, მუშაობა შეაჩერა />


  14:03:34     09-09-2020

ბათუმის სამშობიარო სახლმა, კორონავირუსის 5 დადასტურებული შემთხვევის გამო, მუშაობა შეაჩერა

a101883.jpg

ბათუმის სამშობიარო სახლმა მუშაობა შეაჩერა. აქ კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, რუსუდან შავიშვილის თქმით, ინფიცირებული სამედიცინო პერსონალია და სავარაუდოდ ისინი ე.წ. „დონას“ კლასტერს უკავშირდებიან.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის განმარტებით, ბათუმის სამშობიარო სახლის შემთხვევები თვითდინებით - კარვებსა და პოლიკლინიკებში მისული ადამიანების ტესტირების შედეგად გამოვლინდა.

"ეს ადამიანები ძირითადად აღნიშნავდნენ, რომ იყვნენ „დონას“ მომხმარებლები… გაავლეთ პარალელი, როგორც იუსტიციის სახლში იყო, აქაც ისე მოხდება, გაიტესტება და პასუხიდან გამომდინარე განაგრძობს ფუნქციონირებას,“ - აღნიშნა რუსუდან შავიშვილმა.

დღეს, 9 სექტემბერს, ბათუმში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ქვეყნის მასშტაბით კი - 44.

0

ავტორი: