მარინა ეზუგბაიამ ინფიცირების 44 ახალი შემთხვევის წყაროები დაასახელა მარინა ეზუგბაიამ ინფიცირების 44 ახალი შემთხვევის წყაროები დაასახელა />


  11:18:41     09-09-2020

მარინა ეზუგბაიამ ინფიცირების 44 ახალი შემთხვევის წყაროები დაასახელა

a101874.jpg

44 ახალი შემთხვევიდან 7 არის „დონას“ კლასტერი, 12 ქალაქ ბათუმთან დაკავშირებული შემთხვევა, 12 დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტი, 2 ეპიდკერაში მოგზაურობის ისტორიის მქონე პირი, 5 შემოტანილი შემთხვევა, 3 სამედიცინო პერსონალი და 3 შემთხვევაზე გრძელდება კონტაქტების მოძიება, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ამ დროისთვის კოვიდცენტრებში 421 პაციენტი მკურნალობს. აქედან 3 კრიტიკულად მძიმე და 17 მძიმე პაციენტია. გამოჯანმრთელებულების პროცენტული რაოდენობა 75-ია.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1773 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 1325-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 390. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

0

ავტორი: