14:46:43     07-09-2020
თბილისში მაღაზია დააყაჩაღეს

თბილისში, ვარკეთილში ე.წ. სვანების ბაზრობის ერთერთი საბითუმო მაღაზია გაძარცვეს. მაღაზიაში ორი შეიარაღებული პირი შეიჭრა და რამდენიმე ათასი ლარი წაიღო.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
საქმეზე გამოძიება 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.
0