ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 12 წლის მოზარდი გარდაიცვალა - "ბავშვის მამა ავტომობილს არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა" ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 12 წლის მოზარდი გარდაიცვალა - "ბავშვის მამა ავტომობილს არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა" /> "/> " />


  10:18:18     07-09-2020

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 12 წლის მოზარდი გარდაიცვალა - "ბავშვის მამა ავტომობილს არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა"

a101837.jpg

გორის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 12 წლის მოზარდი გარდაიცვალა. გორი-ტყვიავის საავტომობილო გზაზე მოძრავი ოპელის მარკის ავტომობილი ხეს შეეჯახა, მანქანას ბავშვის მამა მართავდა.

თვითმხილველების თქმით, მძღოლი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა და მას მართვისას 12 წლის შვილი კალთაში ეჯდა.

სასწრაფო დახმარების ჯგუფმა მოზარდი კლინიკა "გორმედში" გადაიყვანა, თუმცა მედპერსონალის განცხადებით, კლინიკაში შეყვანისას ბავშვი გარდაცვლილი იყო. თავად ავტომობილის მძღოლს დაზიანებები არ მიუღია.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს.

0

ავტორი: