10:14:00     07-09-2020
მაღაზია "ზღაპარის" მენეჯერს კორონავირუსი დაუდასტურდა
მაღაზია „ზღაპარში“ დასაქმებულებს კორონავირუსზე ტესტირება უტარდებათ. გადაწყვეტილება ეპიდემიოლოგებმა მას შემდეგ მიიღეს, რაც სასურსათო მაღაზიის ვარკეთილის ფილიალის მენეჯერს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ფილიალის პერსონალი თვითიზოლაციაში გადავიდა. იმისათვის, რომ აღნიშნულ ფილიალს მუშაობა არ შეეწყვიტა, იქ თანამშრომლები სხვადასხვა ადგილიდან გადაიყვანეს.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 650 შემთხვევაა დადასტურებული, განკურნებულთა რაოდენობა კი 1 310-ს შეადგენს.
0