ბათუმში კორონავირუსი "საქართველოს ბანკის" ორ თანამშრომელს დაუდასტურდა - "ისინი "დონაში" იმყოფებოდნენ" ბათუმში კორონავირუსი "საქართველოს ბანკის" ორ თანამშრომელს დაუდასტურდა - "ისინი "დონაში" იმყოფებოდნენ" /> "/> " />


  12:08:52     04-09-2020

ბათუმში კორონავირუსი "საქართველოს ბანკის" ორ თანამშრომელს დაუდასტურდა - "ისინი "დონაში" იმყოფებოდნენ"

a101817.jpg

ბათუმში, „საქართველოს ბანკის“ ორ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა. 

ბანკის ორი თანამშრომელი ბათუმში არსებულ საკონდიტრო „დონაში“ დაინფიცირდა. „სოლო ლაუნჯის“ თანამშრომლების კორონავირუსზე ტესტირება უკვე დაიწყო.

ამასთან დაკავშირებით, „საქართველოს ბანკის“ პრესსამსახური განცხადებას ავრცელებს.

„ჩვენი ორი თანამშრომელი იმყოფებოდა „დონაში“ და სამწუხაროდ, დაუდგინდათ კოვიდ- 19. ჩვენ ვაგრძელებთ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი ყველა ნორმის დაცვას და აქტიურ კომუნიკაციაში ვართ ჯანდაცვის სამინისტროსთან. მათთან ერთად ვმოქმედებთ შემუშავებული რეკომენდაციების შესაბამისად. ბათუმში ბოლო დროს გახშირებული შემთხვევებიდან გამომდინარე ჩვენ პროაქტიულად დავიწყეთ ჩვენი თანამშრომლების ტესტირება“, - ნათქვამია საქართველოს ბანკის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

0

ავტორი: