"კორონავირუსის ახალი შემთხვევები "ავერსის" ქსელის კლინიკას უკავშირდება" "კორონავირუსის ახალი შემთხვევები "ავერსის" ქსელის კლინიკას უკავშირდება" /> "/> " />


  14:24:47     03-09-2020

"კორონავირუსის ახალი შემთხვევები "ავერსის" ქსელის კლინიკას უკავშირდება"

a101801.jpg

ახალი შემთხვევები ძირითადად დაკავშირებულია „ავერსის“ კლინიკასთან და კლინიკის ქსელის ყველა თანამშრომელი იტარებს ტესტირებას. ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, კლინიკას მიეცა რეკომენდაციები და ეს საკითხი მინისტრის და პრემიერის პირადი კონტროლის ქვეშაა. ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა.

გარდა ამისა, მინისტრის ინფორმაციით, სასტუმრო „ოაზისში“ გუშინ რვაასზე მეტი ტესტი ჩატარდა. პასუხები დღის მეორე ნახევარში გაირკვევა, რის საფუძველზეც მიიღება გადაწყვეტილებები, თუ როგორი იქნება სტრატეგია ადგილზე მყოფი დამსვენებლების მიმართ.

„ასევე მნიშვნელოვანია, რომ „დონას“ კლასტერში 600-ზე მეტი ტესტი ავიღეთ. გამოვლენილია მხოლოდ ერთი შემთხვევა, რაც არის კეთილსაიმედო მაჩვენებელი და იმის ვარაუდის საფუძველია, რომ ამ კლასტერის ლიკვიდირება მოხდა“, - აღნიშნა მინისტრმა. მისი თქმით, შრომის უსაფრთხოების სამსახურმა 7 ობიექტი შეამოწმა, რომელთაგან 2 არ ფუნქციონირებდა, 4 ვერ აკმაყოფილებდა ნორმებს და მათ ამის შესახებ სიტყვიერი გაფრთხილებაც ჰქონდათ. „ასევე მიღებულია გადაწყვეტილება გარკვეული საჯარიმო სანქციების შესახებ“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. მინისტრის თქმით, მაღაზიებთან დაკავშირებით საგანგაშო მდგომაროება არ არის და საყურადღებოა „ავერსის“ ქსელის კლინიკა.

საქართველოში დღეს კორონავირუსის 20 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

0

ავტორი: