"ნავნეს" თანამშრომელს COVID-19 დაუდასტურდა "ნავნეს" თანამშრომელს COVID-19 დაუდასტურდა /> "/> " />


  14:20:12     03-09-2020

"ნავნეს" თანამშრომელს COVID-19 დაუდასტურდა

a101800.jpg

მაღაზიათა ქსელ "ნავნეს" თანამშრომელს COVID-19 დაუდასტურდა. კომპანიის ინფორმაციით, ვირუსი გუშინ საწყობის ერთ-ერთ თანამშრომელს დაუდგინდა.

"ჩვენი თანამშრომელი 17 აგვისტოდან შვებულებაში იმყოფება. ამ დროისათვის მისი კონტაქტები უკვე გამოვლენილია, თუმცა, ნავნე გადასამოწმებელი კონტაქტების სიაში არ შედის. ნავნეს არცერთი ფილიალის თანამშრომელი, არც ინფიცირებულთა და არც სავარაუდო კონტაქტების სიაში არ იმყოფება.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი თანამშრომელი 2 კვირაზე მეტია, სამსახურში არ ყოფილა, საწყობის ტერიტორიას დღესვე ჩაუტარდება სადეზინფექციო სამუშაოები.

ჩვენ ვაგრძელებთ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ პანდემიასთან დაკავშირებით გაცემული ყველა რეგულაციისა და რეკომენდაციის შესრულებას, მათ შორის, ყოველდღიურ რეჟიმში თანამშრომლების სკრინინგს", - აცხადებენ "ნავნეში".

0

ავტორი: