"შატილის გზაზე ავარიისას დაშავებულ 3 პაციენტს ძალიან მძიმე გზა აქვს გასავლელი გამოჯანმრთელებამდე" "შატილის გზაზე ავარიისას დაშავებულ 3 პაციენტს ძალიან მძიმე გზა აქვს გასავლელი გამოჯანმრთელებამდე" /> "/> " />


  12:29:23     31-08-2020

"შატილის გზაზე ავარიისას დაშავებულ 3 პაციენტს ძალიან მძიმე გზა აქვს გასავლელი გამოჯანმრთელებამდე"

a101732.jpg

შატილის გზაზე ავარიისას დაშავებულ 3 პაციენტს ძალიან მძიმე გზა აქვს გასავლელი გამოჯანმრთელებამდე - ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა.

რატიანის თქმით, სამივე მათგანთან ამ ეტაპზე კვლავ დადებითი დინამიკა ნარჩუნდება.

"ორ პაციენტთან ლიკვიდირებულ იქნა ტრავმის შედეგად გამოწვეული დაზიანებები. მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე რჩება მძიმედ, თუმცა დადებითი დინამიკით. განმეორებით ჩატარებული კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევების შედეგად უარყოფითი დინამიკა არ ვლინდება, თუმცა, მინდა გითხრათ, რომ მათ აქვთ ძალიან მძიმე გზა გასავლელი გამოჯანმრთელებამდე. ამისთვის ჩვენი კლინიკის მედპერსონალი ყველაფერს აკეთებს, რომ სამივე დაშავებულის სიცოცხლე შენარჩუნდეს“, - განაცხადა ლევან რატიანმა.

0

ავტორი: