საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 18 ახალი შემთხვევა გამოვლინდა საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 18 ახალი შემთხვევა გამოვლინდა />


  10:46:52     31-08-2020

საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 18 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

a101727.jpg

საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 18 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც იმას ნიშნავს, რომ დაავადებულთა რაოდენობა 1487-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია განთავსდა მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე.

stopcov.ge-ის მონაცემებით, დღეისათვის ქვეყანაში COVID-19-ის 1487 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 1240 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა - 19.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5524 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ -221.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კი შეადგენს - 41.

0

ავტორი: