10:16:53     27-08-2020
"თვითმკვლელობის ვერსია ძალაში ვერ დარჩება, რადგან ეს არის მკვლელობა"
გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის განცხადებით, საქმეში თვითმკვლელობის ვერსია ძალაში ვერ დარჩება, რადგან, მისი თქმით, ეს მკვლელობაა.
როგორც რამიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, თუ საჭირო გახდება ისინი ცხედრის ექსჰუმაციასაც ჩაატარებენ.
"ვისაუბრეთ არაკვალიფიციურ საგამოძიებო მოქმედებებზე, რომლის გამოსწორებსაც ახლა გამოძიება ცდილობს. ყველა დარღვევაზე, რაც არის, ხელმეორედ მოუწევს გამოძიებას, რომ ყველაფერი თავიდან ჩაატაროს. თვითმკვლელობა ძალაში ვერანაირად ვერ დარჩება, რადგან კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის მკვლელობა. სულ რომ ექსჰუმაცია დასჭირდეს თამუნას ცხედარს, მაინც ყველაფერს გავაკეთებთ. დაველოდებით ამ თვის ბოლოს, თუ რა შედეგს მოგვცემს გამოძიება“, - განაცხადა რამიშვილმა.
0