"ჩვენი პოლიტიკური განაცხადია, რომ მიხეილ სააკაშვილი პრემიერ-მინისტრი უნდა იყოს" "ჩვენი პოლიტიკური განაცხადია, რომ მიხეილ სააკაშვილი პრემიერ-მინისტრი უნდა იყოს" /> "/> " />


  18:36:45     26-08-2020

"ჩვენი პოლიტიკური განაცხადია, რომ მიხეილ სააკაშვილი პრემიერ-მინისტრი უნდა იყოს"

a101689.jpg

ჩვენი პოლიტიკური განაცხადია, რომ მიხეილ სააკაშვილი პრემიერ-მინისტრი უნდა იყოს. ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა "მთავარი არხის" ეთერში გადაცემაში "დღის სტუმარი" განაცხადა.

სამადაშვილის თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" განცხადება, რომ მიხეილ სააკაშვილი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად განიხილება, პარტიის პოლიტიკური განაცხადია და არა წინაპირობა.

"ჩვენ არასდროს არანაირი წინაპირობა არავისთვის არ წაგვიყენებია და არასოდეს გვითხოვია "ევროპული საქართველოსთვის" ან ნებისმიერი სხვა პარტიისთვის, რომ მხარდაჭერა წინასწარ განეცხადებინათ ჩვენთვის... როდესაც ბატონი უგულავას პარტიის თავმჯდომარე, ბატონი ბაქრაძე აცხადებს, რომ არსებობენ ადამიანები, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილი, რომელიც მთავრობაში არ უნდა იყოს, ეს არის სწორედ წინაპირობა. "ნაცონალური მოძრაობის" განაცხადი კი, რომ ჩვენი ლიდერი, მიხეილ სააკაშვილი არის პრემიერმინისტრობის კანდიდატი ამ არჩევნებში, ეს არ არის წინაპირობა, ეს არის პარტიის პოლიტიკური განაცხადი", - ამბობს სამადაშვილი.

სალომე სამადაშვილი ამ განცხადებით "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, "ევროპული საქართველო" კოალიციას "ნაციონალურ მოძრაობასთან" მხოლოდ წინაპირობების გარეშე შექმნის.

0

ავტორი: