13:59:33     25-08-2020
კალათბურთელ ვიქტორ სანიკიძის ოჯახის სამი წევრი ინფიცირებულია - თავად კალათბურთელი კი კარანტინში გადაიყვანეს
ახალი კორნოვირუსით გარდაცვლილი მე-19 პაციენტის ოჯახის სამი წევრი - კალათბურთელ ვიქტორ სანიკიძის ძმა, მამა და დეიდა სტაციონარში არიან გადაყვანილი, თავად ვიქტორ სანიკიძე კი კარანტინში გადავიდა. კალათბურთელს ტესტირების შედეგად ვირუსი არ აღმოაჩნდა.
კორონავირუსით გარდაცვლილი მე-19 პაციენტი ვიქტორ სანიკიძის 65 წლის დედაა. ის სახლში მკურნალობდა და ასევე კორონავირუსით ინფიცირებული და უვლიდა. როგორც თბილისის ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, გარდაცვლილ პაციენტს მენჯ-ბარძაყის სახსრის მოტეხილობა ჰქონდა.
0