13:40:21     25-08-2020
შატილის ტრაგედიის მსხვერპლთა შორის მამიდა და მისი 19 წლის ძმისშვილიც არიან
ცნობილი ხდება შატილის გზაზე მომხდარი ტრაგედიისას გარდაცვლილი კიდევ ორი ადამიანის ვინაობა.
თამილა შიოშვილი და მისი 19 წლის ძმიშვილი თეა შიოშვილი შატილის ტურზე ერთად იმყოფებოდნენ, უკან დაბრუნებისას კი მიკროავტობუსი სიმაღლიდან გადავარდა და ხევში ჩავარდა.
შეგახსენებთ, შატილის გზაზე მგზავრებით სავსე მიკროავტობუსი ხრამში გადავარდა. შედეგად გარდაიცვალა 17, ხოლო მძიმედ დაშავდა 3 ადამიანი.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.
0