შერჩევითი კარანტინი - რა ჯგუფი შემოვიდა საქართველოში 18 აგვისტოს თელ-ავივიდან და რატომ ისარგებლეს განსაკუთრებული პრივილეგიით? შერჩევითი კარანტინი - რა ჯგუფი შემოვიდა საქართველოში 18 აგვისტოს თელ-ავივიდან და რატომ ისარგებლეს განსაკუთრებული პრივილეგიით? />


  12:38:28     25-08-2020

შერჩევითი კარანტინი - რა ჯგუფი შემოვიდა საქართველოში 18 აგვისტოს თელ-ავივიდან და რატომ ისარგებლეს განსაკუთრებული პრივილეგიით?

a101666.jpg

ნომერი prv007t7vip, მიმართულება თელ-ავივი თბილისი - ეს არის რეისი, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მოქმედი მაღალჩინოსნის მიერ ჩვენთვის ექსკლუზიურად მოწოდებული ინფორმაციით, 2020 წლის 18 აგვისტოს შესრულდა. 

აეროპორტის თანამშრომელი გვიყვება რომ ბორტზე იმყოფებოდნენ: დავიდთაშვილი მიშელი, დავიდთაშვილი დავიდი, ბინიამინი ნატალი, ტსურ ციციაშვილი გაი, ციციაშვილი აკაკი, კობი აკაკი, ბინიამინი ლეა, დავითაშვილი კოლინ ჰანა, ელიშაკოვა მილენა, ხუნდიაშვილი ბენ ციონი, დავიდთაშვილი დანიელი... 

თუმცა, მისი თქმით, ისინი საზღვარზე ყოველგვარი შემოწმების გარეშე გაატარეს და მხოლოდ ფორმალურად დააფიქსირეს მათი მონაცემები. 

მგზავრებმა მალევე დატოვეს აეროპორტის ტერიტორია, ისე რომ თერმოსკრინინგზეც კი არ შეუმოწმებიათ. ეს მაშინ, როდესაც „რიგით“ მგზავრებს საზღვარზე საკიმაოდ დიდხანს უწევთ შეყოვნება და ხშირ შემთხვევაში, ორ კვირიანი „კარანტინიც“.

შესაბამისად, როდესაც ჩვენს წყაროს, საზღვრის დაცვის დეპარტამენტიდან, ვკითხეთ იმ რეისის შესახებ, რომელზეც ინფორმაცია აეროპორტიდან მივიღეთ, მან ასევე დაგვიდასტურა რომ “ჯგუფი მთავრობასთან არის კავშირში”. 

“სხვაგვარად მათ ისევე მოექცეოდნენ, როგორც სხვა მგზავრებს”, - ამბობს ის. 

პრესა.ჯიმ სცადა დაკავშირებოდა ოფიცილურ პირებს განმარტებისათვის, თუ რატომ სარგებლობენ პრივილეგიებით, სავარაუდოდ, ქართულ ოცნებასთან და ივანიშვილის ოჯახთან დაახლოვებული პირები, თუმცა, მათ საჯარო განცხადებისგან თავი შეიკავეს.

მიუხედავად ამისა, პრესა.ჯიმ ასევე გაარკვია რომ საქართველოში 18 აგვისტოს ჩამოსული ჯგუფი, თბილისში, ალექსანდრე ყაზბეგის 24 ნომერში გაჩერდა. 

ამ ეტაპზე ჩვენთვის უცნობია, ამ ჯგუფის თელ-ავივიდან თბილისში ჩამოსვლის კონკრეტული მიზანი. თუმცა, თემაზე მუშაობას ვაგრძელებთ...  

0

ავტორი: