18:42:22     24-08-2020
ნიკოლ ფაშინიანი მწუხარებას გამოთქვამს შატილის გზაზე მომხდარი ტრაგედიის გამო
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს შატილის გზაზე მომხდარი ტრაგედიის გამო. ამის შესახებ ის მიკრობლოგ "ტვიტერზე" წერს.
"ძალიან დიდი მწუხარებით შევიტყვე დუშეთის მუნიციპალიტეტში მომხდარი ტრაგიკული ავტოკატასტროფის შესახებ, რომელმაც ბევრი უდანაშაულო ადამიანი იმსხვერპლა. ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს და დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ," - დაწერა სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ტვიტერზე.
შატილის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა.
ტრაგედიისას დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 25 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.
0