15:21:32     24-08-2020
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული 11-ვე პირი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული 11-ვე პირი მცხეთის რაიონულმა სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. როგორც სხდომის დასრულების შემდეგ საქმის პროკურორმა დავით ყაზარაშვილმა განაცხადა, ბრალდების მხარემ დაასაბუთა ის გარემოება, რომ ყველა მათგანის მიმართ კვლავ ძალაში უნდა დარჩენილიყო აღკვეთის ღონისძიება.
,,დღევანდელ სასამართლო სხდომაზე 11-ვე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ძალაში დარჩა. ბრალდების მხარემ დაასაბუთა ის გარემოება, რომ ყველა მათგანის მიმართ კვლავ ძალაში უნდა დარჩენილიყო აღკვეთის ღონისძიება. ადვოკატებმა დააფიქსირეს საკუთარი პოზიციები აღნიშნულთან დაკავშირებით, თუმცა ეს პოზიციები ახლად გამოვლენილი გარემოებიდან გამომდინარე არ იყო გაკეთებული. იგივეს აცხადებდნენ რასაც წინა პროცესებზე აცხადებდნენ. შესაბამისად, სასამართლომ ძალაში დატოვა თავისი გადაწყვეტილება,” - განაცხადა დავით ყაზარაშვილმა.
0