10:10:47     24-08-2020
ალექსანდრე ლუკაშენკო საკუთარ რეზიდენციაში ავტომატით ხელში დააფიქსირეს
ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო საკუთარ რეზიდენციაში, რომლის სიახლოვესაც ანტისამთავრობო აქციის მონაწილეები იმყოფებოდნენ, ვერტმფრენით ჩაფრინდა.
მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში ლუკაშენკო ავტომატით ხელში გადააადგილება. ბელარუსის პრეზიდენტს ასევე შავი ტანსაცმელი და ჯავშანჟილეტი აცვია.
როგორც ლუკაშენკოს პრესსპიკერმა ნატალია ეისმონტმა განაცხადა, პრეზიდენტი დილიდან, მთელი დღის განმავლობაში რეზიდენციაში მუშაობდა, ხოლო მას შემდეგ, რაც მომიტინგეები რეზიდენციას მიუახლოვდნენ, ლუკაშენკომ ვერტმფრენით ქალაქს შემოუფრინა და კვლავ რეზიდენციაში დაბრუნდა.
„მომიტინგეებს გამბედაობა ცოტა ხანს ეყოთ, როდესაც დაინახეს, რა შეიძლება მომხდარიყო, ფაქტობრივად ტერიტორიიდან გაიქცნენ“, - განაცხადა ეისმონტმა.
პრესსპიკერის განცხადებით, ლუკაშენკო პირობას ასრულებს და არსად გარბის.
0