13:18:55     21-08-2020
ქობულეთში კორონავირუსი საოჯახო სასტუმროს მეპატრონეს დაუდასტურდა - დამსვენებლები კარანტინში გადაიყვანეს
აჭარაში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. COVID-19 ქობულეთში საოჯახო სასტუმროს მეპატრონეს დაუდასტურდა.
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის განცხადებით, აღნიშნული შემთხვევა ქობულეთის კლასტერს არ უკავშირდება, ინფიცირებული კავშირში იმყოფებოდა ერთ-ერთ პირთან, რომელსაც კორონავირუსი გუშინ თბილისში დაუდასტურდა.
საოჯახო სასტუმროში მყოფი დამსვენებლები და ინფიცირებულის ოჯახის წევრები საკარანტინო სივრცეში გადაიყვანეს.
ბათუმის კოვიდცენტრში სულ 26 პაციენტი მკურნალობს.
0